leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა შეხვედრები ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით

„მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა,

რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამიტს მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მასზე თავს იყრიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები.

„ეს შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე საუბრისთვის. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ისევე როგორც გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, გავეცნოთ კონკრეტულ მიდგომებს მსოფლიო ლიდერების უშუალო მონაწილეობით. ჩვენ შევეხებით ასევე ისეთ თემებს, რაც საქართველოსთვის აქტუალურია, როგორიც არის ციფრული მმართველობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, კიბერუსაფრთხოების სფერო, რომელიც მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ