leaderboard_below_slide
left_sabechdi

Bloomberg: ტრამპის შემდეგ, საგარეო დახმარების გადახედვას ევროკავშირიც გეგმავს

ევროკავშირი მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარების გადახედვას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირს სურს, რომ საგარეო დახმარება ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემთხვეოდეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთი აუცილებლობა პრიორიტეტების გაზრდის, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის, გამო დადგა.

ევროკომისია დგამს ასეთ ნაბიჯს იმ ფონზე, როცა ტრამპმა USAID-ის მუშაობა შეაჩერა და ორგანიზაციის დახურვის მოწოდებით გამოდის, წერს Bloomberg-ი.

დოკუმენტის პროექტის თანახმად, ევროკომისია საგარეო დახმარების რეფორმირებას გეგმავს. ის აპირებს, რომ საგარეო დახმარება თავის პარტნიორებზე იყოს ორიენტირებული.

როგორც ჟურნალისტები წერენ, ევროკავშირს საგარეო დახმარების რეკონსტრუქცია სურს, რათა სტრატეგიული ინტერესები უზრუნველყოს. ეს ეხება თანამოაზრე ქვეყნებთან ალიანსების გაძლიერებას, ნედლეულზე წვდომის გაზრდას და მიგრანტების ნაკადის შეჩერებას.

Bloomberg-ის მტკიცებით, ევროკავშირი მსოფლიოში საგარეო დახმარების უმსხვილესი დონორია. 2023 წელს მან საგარეო დახმარებაზე 99 მილიარდი დოლარი დახარჯა. აშშ-მა კი – 72 მილიარდი დოლარი.

ასევე იხილეთ