leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინამ დრონებით სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალები, დაზვერვის მთავარი სამმართველო და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ხსენებული ქარხანა ოცზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს, მათ შორის, ბენზინს, მაზუთს, დიზელის საწვავს აწარმოებს. საწარმო რუსეთის არმიის მომარაგებაშიც მონაწილეობს.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა.

ასევე იხილეთ