leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი ძალა მოქმედებდა

“ყველამ ნება იბოძოს და ვისაც კი დაუძახებენ ამ გამოძიების პროცესში მიბრძანდეს და თავისი ახსნა-განმარტება მისცეს თუ რატომ აწყობდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურება.

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არაერთი ძალა მოქმედებდა. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და, სხვათა შორის, ამას არც მალავდნენ. მათ შორის უცხოელი მათი პატრონები და აქაური მათი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას ხელისუფლების უკანონო დამხობისკენ, რადიკალური პროცესებისკენ, მკვლელობისკენ და ა.შ. ბუნებრივია, რომ არცერთი სამართლებრივი სახელმწიფო ამას ვერ მოითმენს და არ მოითმენს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს და ზოგადად დემოკრატიის პრინციპი, ამიტომ ახლა ყველამ ნება იბოძოს და ვისაც კი დაუძახებენ ამ გამოძიების პროცესში მიბრძანდეს და თავისი ახსნა-განმარტება მისცეს, თუ რატომ აწყობდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო.

ასევე იხილეთ