leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს კონგრესის განცხადებაზე: იმდენი რეზოლუცია გამოაქვეყნეს ამ ადამიანებმა და ბრიუსელმა იმდენი ფურცელი დახარჯა, მგონი იმ ფურცელს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ამ ადამიანების განცხადებებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს კონგრესის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს გადაიდოს ოქტომბერში დანიშნული თვითმმართველობის არჩევნები.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციების რაოდენობიდან გამომდინარე, ორგანიზაციის წარმომადგენლები კომიკურ სიტუაციაში არიან. ზურაბ ქადაგიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება და მას ქართული საზოგადოება მიხედავს. ევროსაბჭოს წარმომადგენლებს კი ექსპერტი ურჩევს, მათივე პოლიტიკას მიაქციონ ყურადღება, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.

„იმდენი რეზოლუცია გამოაქვეყნეს ამ ადამიანებმა და ბრიუსელმა იმდენი ფურცელი დახარჯა, მგონი იმ ფურცელს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ამ ადამიანების განცხადებებს. დამთავრებული საკითხია- ოქტომბერში იქნება თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კი ჩატარდება 2028 წელს.  რეზოლუციები წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ  და ერთმანეთს გაუზიარონ. უკვე ძალიან კომიკურ სიტუაციაში არიან გადავარდნილნი და ამ განცხადებებით უფრო უარესს უკეთებენ საკუთარი გავლენის ბენეფიციარებს, იმ ოთხ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა და იმის მაგივრად, რომ გამოიყენონ ეს სიტუაცია ქუჩა-ქუჩა დაარბენინებენ. ჩარეცხვის პირას არის მათი პოლიტიკა და ჯობია ამას მიაქციონ ყურადღება და არჩევნებს მიხედავს საქართველოს მოსახლეობა,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ