leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: გვაქვს ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდნენ ჩვენ ქვეყანაში ე.წ. ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები – ვიცით, ვისი გავლენების ქვეშ არიან ისინი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას „უცხოური დახმარების სტრუქტურებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს – ზოგიერთი ქვეყნის ელჩს თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია“ გამოეხმაურა და დასძინა, რომ არსებობს  ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებდნენ და საქმიანობდნენ ე.წ ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები საქართველოში.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ელჩების მხრიდან იყო ის რიტორიკა, რაც დღეს აქვთ.

„უნდა შევხედოთ რეალობას და ვიფიქროთ არა იმაზე, თუ როგორ იქნება აღქმული ელჩებისთვის ჩვენი განცხადებები, არამედ იმაზე, თუ როგორ წაადგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ანალოგიური რიტორიკა ელჩების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმოდა 3 წლის წინათაც. მაშინაც ელჩები ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის იზოლაციასო, დგამს არადიპლომატიურ ნაბიჯებს და პოლიტიკური ორიენტირება შეცვალაო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სწორედ 3 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა საუბარი ისეთ ტაბუირებულ თემებზე, როგორიც არის „დიფ-სთეითის“, USAID-ის ღია ჩართულობა სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკაში, ბრიუსელის ბიუროკრატიის კორუფცია  და სხვა .

დღეს დასავლეთის მთავარი დირიჟორი – ტრამპი რასაც საუბრობს, ამაზე საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ სამი წლის წინ საუბრობდა.

ახლა ვისაუბროთ იმ საერთაშორისო სკანდალებზე, რომელიც ყაყაჩოს კულტივიზაციით იწყება და მთავრდება ახლო აღმოსავლეთში ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერით. არაერთი ბნელი ნიუანსია USAID-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ თანხების გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტი შექმნა ჯორჯ სოროსმა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნებში ბევრი პროექტი განახორციელა.  სწორედ მისი პროექტი იყო ვეტინგის სისტემა, რომლის საქართველოში განხორციელებასაც გეგმავდნენ და რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის კონსტიტუციიდან გასვლას.

ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდნენ  ჩვენ ქვეყანაში  ე.წ. ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ელჩები და ვისი გავლენების ქვეშაც არიან,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ