თამთა მეგრელიშვილი: გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“ – გამოვლინდა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID და NED, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„იმის მტკიცებულებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი თანხები პოლიტიკურ პარტიებში ხვდებოდა, ვფიქრობ, რომ არსებობს. ამას არაერთი განცხადება მოწმობს და სავარაუდოდ, მეტი მტკიცებულებებიც გამოჩნდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაიშიფრა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID და NED, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ.
„გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“ – გაიშიფრა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID და NED, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი აუცილებლად გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე – საქართველოში.
მივესალმები იმას, რომ სახელისუფლო გუნდი ყველაფერს აკეთებს და დროულად მოქმედებს იმისთვის, რომ მივიღოთ გარკვეული კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო, გადმორიცხული, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ, არ გახდეს სათამაშო დიდი ინტერესების გავლენის სფეროში“, – აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.