leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით კონკრეტულ საკითხებს დაამუშავებს

„საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით.

„ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის დროს ჩვენ შევეხეთ პოტენციურ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ქუვეითიდან ტურისტების ნაკადი საქართველოში მზარდია და ეს ტენდენცია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს სავაჭრო მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს დამატებითი ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ პოტენციურ პროექტებს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქუვეითელი ინვესტორებისთვის. საუბარი იყო ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე, საუბარია ასევე უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტიციებზე, მათ შორის, საცალო ვაჭრობაში ქუვეითელი ინვესტორების დაინტერესებაზე. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გახდეს პროდუქტიული და ხელშესახები, გადაწყდა პრემიერ-მინისტრების მხრიდან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში. მე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შედგება მაღალ დონეზე ვიზიტები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ქუვეითში, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქუვეითის მხრიდან ინვესტორებს. ჩვენი სამინისტრო გასული წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რამდენიმე უმსხვილეს ჯგუფთან ქუვეითიდან და ვფიქრობ, რომ ის კავშირებიც, რომელიც უკვე დამყარებულია ქუვეითელ პოტენციურ ინვესტორებთან, მიმდინარე წელს დადებითად განვითარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე იხილეთ