ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე არ არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე არ არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისმის ხმები, რომ ევროპას შეუძლია ამ საკითხში მთავარი გარანტის როლი აიღოს, თუმცა ის ამაზე ყოველთვის უარს ამბობს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, ევროპა ვერ შეძლებს ამ დანაკლისის შევსებას.
„მხოლოდ Patriot-ს შეუძლია დაგვიცვას ყველა სახის რაკეტისგან, მხოლოდ Patriot-ს. არსებობს სხვა [ევროპული] სისტემებიც, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ სრულ დაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს შესთავაზებს „მომგებიან კონტრაქტებს“ უკრაინის აღდგენისა და ინვესტიციებისთვის.