თეთრი სახლის შტაბის უფროსი, სტივენ მილერი აცხადებს, რომ USAID „დიფ სთეითის“ სათამაშო მოედანია.
„USAID გამოაშკარავდა როგორც რადიკალ მემარცხენეთა დაფინანსების მექანიზმი როგორც შტატებში, ასევე საზღვარგარეთ. USAID-ი მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს კომუნისტურ სისულელეებს, რეჟიმის ცვლილებისა და სხვა ქვეყნის მთავრობების დესტაბილიზაციის გიჟურს სცენარებს. ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია“, – აღნიშნავს სტივენ მილერი.