დავით მათიკაშვილი: ევროსტრუქტურებიდან იმის მცდელობა, რომ საქართველომ მათი შეხედულების მიხედვით საკუთარი დღის წესრიგი აწარმოოს, ფიასკოსთვის არის განწირული
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„1 მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მშვიდობაში, ეკონომიკურ წინსვლასა და პროგრესში დარჩეს და მათ ხელისუფლება არ გადასცეს რადიკალებს – მიხეილ სააკაშვილსა და ომის მსურველებს“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი სუვერენიტეტი და საკუთარი კონსტიტუციის უზენაესობა უნდა დაიცვას. ამ კონსტიტუციის პირველივე სიტყვები არის, რომ ჩვენ – ქართველმა ხალხმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველო ამ მოცემულობაში იყოს, რომ ეს კონსტიტუცია გვქონდეს და ქართველმა ხალხმა 1 მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა მშვიდობაში, ეკონომიკურ წინსვლასა და პროგრესში დარჩეს და ხელისუფლება არ გადასცეს რადიკალებს – მიხეილ სააკაშვილსა და ომის მსურველებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ამ ყველაფრის ფონზე ევრობიუროკრატების ნაწილს, რომელსაც სურს, რომ საქართველომ მათ დაკრულზე იცეკვოს, ეს დრო დასრულებულია, აღნიშნა მათიკაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოში ისე არ მოხდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის პირობებში იყო, როდესაც მოსკოვში ვიღაც ნიშანს აძლევდა ცეკას პირველ მდივანს და შემდეგ მათ დაკრულზე ცეკვავდნენ.
„ეს ასე არ იქნება. ჩვენს ქვეყანას გააჩნია კონსტიტუცია და ჰყავს საზოგადოება – 3 მილიონ 700 ათასი კაცი, რომლის უდიდესი ნაწილი არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის პოლიტიკის, ანუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.