„როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ.
მისივე თქმით, გონივრულად არ მიაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ.
„საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ საქართველოს არჩევნები ბრიუსელისთვის ტოპ-პრიორიტეტია, რადგან ეს საკითხი ევროპარლამენტში ბევრჯერ განვიხილეთ. რეზოლუციებსაც ვუყარეთ კენჭი. ახალი პარტნიორების მიღება, გაწევრება ევროკავშირში, ცხადია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, თუმცა გონივრულად არ მიმაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ. ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად აღიარა. ამიტომ, არ მესმის რა არის რეალური ამოცანა ამ დისკუსიების უკან. ახალი წევრების მიღების საკითხი მეგობრულ ფორმატში უნდა ხდებოდეს და არა მტრად მოკიდებით. როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი“, – აღნიშნა მან.