„ბაკურიანი 2025“-ის მეორე საშეჯიბრო დღე „ქრონიკასთან“ შეაჯამა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.
„გამოხმაურებები ძალიან დადებითია, თუმცა შეჯიბრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ ყველასგან შეფასებას, თუ როგორ დონეზე არის შეჯიბრი ორგანიზებული. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურებები გვაქვს“, – აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.