leaderboard_below_slide
left_sabechdi

სპიროს კაპრალოსი: დარწმუნებული ვარ, ქართველები უახლოეს წლებში არა მარტო ძიუდოისტებით და მოჭიდავეებით, არამედ ზამთრის სპორტის წარმომადგენლებითაც იამაყებენ

ბაკურიანი ზამთრის სპორტის რუკაზე უკვე მოინიშნა, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველები უახლოეს წლებში არა მარტო ძიუდოისტებით და მოჭიდავეებით, არამედ ზამთრის სპორტის წარმომადგენლებითაც იამაყებენ.

„საქართველოში ორი წლის წინ ვიყავი, როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ახლა კი ამ ქვეყანას უმაღლესი დონის სპორტული ობიექტები აქვს. ბაკურიანი ზამთრის სპორტის რუკაზე უკვე მოინიშნა. დარწმუნებული ვარ, ქართველები უახლოეს წლებში არა მარტო ძიუდოისტებით და მოჭიდავეებით, არამედ ზამთრის სპორტის წარმომადგენლებითაც იამაყებენ“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ