ფინეთში დღეიდან სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა.
როგორც ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია. მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში.
მედიის ცნობით, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსული ნომრით მანქანების შესვლა. აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. ამ კვირაში ლიეტუვაში უკვე ჩამოართვეს პირველი მანქანა, რომელმაც აკრძალვა დაარღვია.