leaderboard_below_slide
left_sabechdi

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს მიუახლოვდა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „ბრესტი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთას შორის დატოვა და მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე შეუშვა.

პარიზელები 21-ე წუთზე პენალტით ვიტინიამ დააწინაურა, 45-ე წუთზე უსმან დემბელემ მეორე გოლი გაიტანა, მანვე 66-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „პარი სენ-ჟერმენმა“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.

პარიზელები საპასუხო მატჩს 19 თებერვალს საკუთრ მოედანზე ითამაშებენ და თუ სასწაული არ მოხდა, მერვედფინალში გავლენ.

ასევე იხილეთ