leaderboard_below_slide
left_sabechdi

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ხვალ, დილიდან განახლდება

ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება ხვალ, დილის 08:00 საათიდან და სრულად აღდგება ვაკეში 15:00 საათამდე, ხოლო საბურთალოზე – 22:00 საათამდე, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი; ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი; საბურთალო-ნუცუბიძეზე 5 7096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება.

„უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გვიან ღამით ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება. „თბილისი ენერჯი“ გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ