გიორგი გაბუნია: ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა და ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ უხეშ გარე ჩარევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
“ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა და ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ უხეშ გარე ჩარევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატი შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერიკ ოტოსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პროტესტის მონაწილეებს ღიად მოუწოდა რევოლუციის მოწყობისკენ.
„ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა და ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ უხეშ გარე ჩარევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამაში აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სოლიდური გარე დაფინანსებით სარგებლობდნენ წლების განმავლობაში, ასევე ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით იღებდნენ ამ დაფინანსებებს, ასევე ესა თუ ის მედიაორგანიზაცია, რომელიც ასევე სარგებლობდა ამ პოლიტიკური ფულით და ჰქონდათ მათ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები“, – აღნიშნა გაბუნიამ.