ნინო წილოსანი: როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია, თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
“როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ -ის ახალ რეიტინგს.
“როდესაც უსაფრთხოების კუთხით რეიტინგებში შვეიცარიაზე წინ დგახარ და მეოთხე ხარ ევროპის მასშტაბით, ეს ნამდვილად იმის დასტურია თუ როგორი უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა შევქმენით. ეს არ არის არც ერთი დღის ან ორი დღის ძალისხმევა, ეს არის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, ადამიანის უფლებების დაცვის პარალელურად, სამოქალაქო მართლწესრიგის უპირობოდ დაცვის შედეგი. ეს არის შედეგი სამართალდამცავი სისტემების ძალიან ეფექტიანად მუშაობის, რაც მთავარია, იმ სწორი საკანონმდებლო ბაზის, რომელიც საბოლოო ჯამში, ანალიზდება და ყველაფერი იღებს მონაწილეობას ამ შეჯამებაში”, – აღნიშნა წილოსანმა.
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს.