აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი სამსახურიდან დაითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მარტინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა სამმართველომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში იმ ნეგატიურ შედეგებზე იყო საუბარი, რაც შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვეს.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, USAID-ი ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია.