leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი: შეგვიძლია, აშშ-თან ურთიერთობები ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ

“შეგვიძლიას აშშ-თან ურთიერთობები ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ ეს ურთიერთპატივისცემის პრინციპზე უნდა იყოს აგებული, საქართველოში ზურგს უკან არაფერი უნდა კეთდებოდეს”, – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ამერიკა კანონიერი გზებით როცა დააპირებს საქართველოსთან ურთიერთობას, მას საქართველოზე უკეთესი პარტნიორი არ ეყოლება“.

“USAID-ი იმისთვის შეიქმნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონიერი ინტერესები გაეტარებინა, თუნდაც საზღვარგარეთ. ვთქვათ, სხვა ქვეყნებს დახმარებოდა დემოკრატიული პროცესების მშენებლობაში, ასევე ხელი შეეწყო ეკონომიკის აღორძინებაში და ა.შ. ეს, თავის მხრივ, ამერიკის ინტერესიც არის, რადგან მისი კანონიერი ინტერესები დაცული იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, და ამას დიდი ხანია, ვამბობდით, ამ საქმეს არაკანონიერი და არასწორი მეთოდებით აკეთებდნენ. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოში დადებითი პროცესები ფინანსდებოდა, არანაკლები ძალისხმევით ფინანსდებოდა არეულობა, რევოლუციური პროცესები და სხვა ტრენინგები, სადაც ადამიანებს პირდაპირ ასწავლიდნენ სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევას და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა, როცა ამაზე საუბარი დაიწყო ამერიკის ხელისუფლებამ, მეტი ყურადღება მიექცა.

გვესმის, რომ ამერიკა ზესახელმწიფოა და მას ყოველთვის ექნება ინტერესები. ჩვენ ამ ინტერესების გასათვალისწინებლად მზად ვართ. ვამბობთ, რომ შეგვიძლია, ურთიერთობები ცარიელი ფურცლიდანაც დავიწყოთ, მაგრამ ეს ურთიერთპატივისცემის, გამჭვირვალობის პრინციპზე იყოს აგებული. ანუ, საქართველოში ჩვენს ზურგს უკან არაფერი არ უნდა კეთდებოდეს. ამაზეა საუბარი, თორემ როცა ამერიკა კანონიერი გზებით დააპირებს საქართველოსთან ურთიერთობას, მას საქართველოზე უკეთესი პარტნიორი არ ეყოლება”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ