leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მახაშვილი: საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი საერთაშორისო რეიტინგის მონაცემებს ეხმიანება, სადაც საქართველო პირველ ხუთეულშია და აღნიშნავს, რომ ქვეყანა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

“საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – პირველი ის, რომ საზღვრის მართვის პროცესები არის უზრუნველყოფილი ეფექტიანად, მეორე, რა თქმა უნდა, ის, რომ შიდა საზოგადოებრივი წესრიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაცული და მესამე ასევე, რა თქმა უნდა, ის, რომ აქ არის ეკონომიკური განვითარება. საერთო ჯამში, ეს ქმნის იმ სურათს, რომ, როდესაც ტურისტები ჩამოდიან ოჯახებით, მეგობრებით და ასე შემდეგ, ისინი თავს გრძნობენ დაცულად”, – განაცხადა მახაშვილმა.

საერთაშორისო რეიტინგში (World os Statistics), საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მეოთხე ადგილს იკავებს. საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით, უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

ასევე იხილეთ