leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ სამართალდამცავ უწყებებს, ყველა ინსტიტუციას, რომელიც არა მხოლოდ უცხოელების, არამედ სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ასეთ მაღალ სტანდარტებს ინარჩუნებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია საერთაშორისო რეიტინგის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მე-4 ადგილს იკავებს.

იგი ტურისტული მიმართულებით სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ტურიზმი და საზოგადოება კარგად ხედავს, ჩვენს გადადგმული ნაბიჯებს ტურისტული კუთხით, ეს იქნება საერთაშორისო მგზავრთნაკადის მიმოსვლა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ სამართალდამცავ უწყებებს, ყველა ინსტიტუციას, რომელიც არა მხოლოდ უცხოელების, არამედ სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ასეთ მაღალ სტანდარტებს ინარჩუნებს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საერთაშორისო რეიტინგში, საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მე-4 ადგილს იკავებს. ქვეყანა ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას. საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით, უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

ასევე იხილეთ