„ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID ერქვა“, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა არ იყო პირველი შემთხვევა.
„საქართველოს ხელისუფლებას თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს, ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით საზოგადოებას. ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID ერქვა; ორგანიზაცია, რომელიც თანხებს ხარჯავდა ქვეყანაში პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაში. გავიხსენოთ წლები და ვნახავთ, როგორ ახორციელებდნენ ამ ყველაფერს. საზოგადოებისთვის კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი და ცხადი. კერძოდ, თუ რასთან გვქონდა საქმე, როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-ის დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებში შედის.