leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი უკრაინასთან ტერიტორიებს არ გაცვლის

“რუსეთი არ აპირებს უკრაინასთან საუბარს უკრაინული მიწების გაცვლაზე კურსკის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ არის”,განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

“ეს შეუძლებელია. რუსეთი არასდროს საუბრობდა და არ ისაუბრებს ტერიტორიების გაცვლაზე”, – თქვა პესკოვმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინული საჯარისო შენაერთები, რომლებიც კურსკის ოლქში ამჟამად იმყოფებიან, განადგურდებიან და განიდევნებიან.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის ვლადიმირ პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას.

ასევე იხილეთ