leaderboard_below_slide
left_sabechdi

იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა და ანდორის სამთავროს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარკ როსელ სოლერმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

ხელმოწერის ღონისძიება დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

 

ასევე იხილეთ