leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი დიმიტრი კოზიური დააკავეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პირადად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა დააკავა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა ჯაშუშობაში ბრალდებულის უკანონო საქმიანობის 14 ეპიზოდი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დროს შეაღწიეს ბრალდებულის ტელეფონში, კომპიუტერებში და ასევე ახორციელებდნენ აუდიო და ვიდეოკონტროლს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ჯაშუშობაში ბრალდებულის მეშვეობით, დიდი ხნის განმავლობაში გადასცემდნენ დეზინფორმაციას რუსეთს. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ