leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: ზელენსკის გამო, ცნობილი ექს-ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს სამარცხვინო განცხადება, რომ მისთვის მეგობარი კახა კალაძე აღარ არსებობს, არაა გასაკვირი

“ზელენსკის გამო ცნობილი ექს-ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს სამარცხვინო განცხადება, რომ მისთვის მეგობარი კახა კალაძე აღარ არსებობს, არაა გასაკვირი, შევჩენკომ კარიერისთვის ნათლულის, ანასტასიას მამა, ანდრეი პაველკო დააპატიმრებინა და ფეხბურთის ფედერაციიდან ჩააჩოჩა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის განცხადებით, შევჩენკოს ანგარებამ და კარიერისტობამ სახე დაუკარგა, მედია არქივებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარში შევჩენკო აირჩიეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მისი წინამორბედი და ნათლულის მამა, ანდრეი პაველკო კი 2023 წელს დააპატიმრეს “თანხების მიტაცების” გამო.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი, პაველკოს მოშორებას ზელენსკის გარემოცვის ინტერესებს უკავშირებდა, რათა მათი ერთგული მსახური, ანდრეი შევჩენკო ჩაესვათ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სარფიან ფინანსურ-კორუფციულ სქემებში, შესაბამისად, აბაშიძის თქმით, გასაკვირი აღარ არის ანგარებიანი შევჩენკოს ფასეულობებში, კალაძის ადგილი რომ აღარ არის.

“ზელენსკის გამო ცნობილი ექს-ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს სამარცხვინო განცხადება, რომ მისთვის მეგობარი კახა კალაძე აღარ არსებობს, არაა გასაკვირი, შევჩენკომ კარიერისთვის ნათლულის, ანასტასიას მამა, ანდრეი პაველკო დააპატიმრებინა და ფეხბურთის ფედერაციიდან ჩააჩოჩა.

რამდენიმე წლის წინ უკრაინული მედია წერდა, ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავზე, ანდრეი შევჩენკოსა და მის მეგობარსა და კოლეგაზე ანდრეი პაველკოს მირონით ნათესაობაზე. თუმცა, გავიდა ხანი და სპორტში უდიდესი წარმატებების მქონე პოლიტიკოს შევჩენკოს ანგარებამ და კარიერისტობამ მას სახე დაუკარგა. მედია არქივებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარში შევჩენკო აირჩიეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მისი წინამორბედი და უახლოესი ანდრეი პაველკო კი 2023-ში დააპატიმრეს “თანხების მიტაცების” გამო.

როგორც მაშინ უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, პაველკოს მოშორება ზელენსკის გარემოცვის ინტერესებში იყო, რათა მათი ერთგული მსახური, ანდრეი შევჩენკო ჩაესვა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სარფიან ფინანსურ-კორუფციულ სქემებში.

ასე რომ, თუ ნათლულის მამა არ დაინდო ავაზაკი ზელენსკის ხროვის შემდგომი გამდიდრებისთვის, აწ უკვე ყოფილი მეგობარი კახა კალაძე არაფერს წარმოადგენს ანგარებიანი ანდრეი შევჩენკოს ფასეულობებში.”- წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, რომ არ ურთიერთობას კალაძესთან, მხარს ზელენსკის უჭერს და კალაძე მისთვის აღარ არსებობს, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შევჩენკო დღეს ჭირისუფალია, ვინაიდან, მისი ქვეყანა სისხლისგან იცლება. “შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო”, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ