leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. დოლიძის ქუჩაზე, მერიის დაფინანსებით, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო.

„განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში – ამჯერად, დოლიძის ქუჩაზე გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტის ბიუჯეტი 1 098 000 ლარს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ მრავალბინიანი კორპუსები საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით; ასევე, მოეწყო დამატებითი გამწვანება, განათება და ჩვენი ინოვაციური პროექტის „სტრიტ-არტის“ ფარგლებში თემატური გრაფიკული ნახატებით მოიხატა შენობების ფასადები“, – აღნიშნა მერმა.

ასევე იხილეთ