“ძალიან მნიშვნელოვანია ის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა პროკურატურაში, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩართულია უსაფრთხოების სამსახური და საზოგადოებრივი ინტერესიც ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ იქნება ერთ-ერთი გახმაურებული გამოძიება”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურ რეჟიმში „ნაცმოძრაობის“ საქმიანობას შეისწავლის სპარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია.
“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია, აქ არის ორი მდგენელი, არის პოლიტიკური და სამართლებრივი მდგენელი. რაც შეეხება სამართლებრივ მდგენელს, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზული დასკვნა მომზადდება, რომელიც ასევე გაეგზავნება შესაბამის უწყებებს და რა თქმა უნდა იქ ყველაფერი ერთად მოიყრის თავს. და ასევე მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც ახლავს ამ საგამოძიებო კომისიას. ბევრჯერ გვითქვამს წინა საარჩევნოთაც, ახლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება მიუნელდათ, რაღაც მახსოვრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება არასრულწლოვანები იყვნენ დ აღქმა და შეგრძნება არ ჰქონდათ იმ სისტემური დანაშაულების, მოღალატეობრივი ქმედებებისა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგთავაზა 2003-2012 წლებში და ეს იქნება დიდი ლუსტრაცია ამ ძალის.
დიდი ლუსტრაცია იქნება, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი და საჯარო იქნება. დამერწმუნეთ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი კიდევ ერთხელ კარგად გაიხსენებს და ძალიან ბევრი პირველად ნახავს თუ რეალურად რა ძალებთან გვქონდა ჩვენს საქმე 2003-დან 2012 წლამდე და თუ რეალურად რა ძალებთან გვაქვს დღეს საქმე უკვე ოპოზიციაში, იგივე კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, რომელიც ყოველ დღე, ყოველ წუთს ფიქრობენ რა ჩაიდინოს ანტისახელმწიფოებრივი და როგორ გამოუთხაროთ დამოუკიდებელ საქართველოს და სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას ძირი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.