11 თებერვალს სასტუმრო სასტუმრო „შერატონ პალასში“ „ქართული ბრენდის დღე 2024“ აღინიშნა. ლევან რატიანი „ქართულმა ბრენდის დღემ” საუკეთესო ხელმძღვანელად დაასახელა.
წარმატებულ ქართულ კომპანიებსა და ასევე წარმატებულ პიროვნებებს პრესტიჟული ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესმენები და ცნობილი სახეები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმატებული ხელმძღვანელი, ექიმი და რეფორმატორი ლევან რატიანი.