„მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვადასხვა საკითხი. გავიხსენეთ ჩვენი ერების დიადი ისტორია და ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ასე წარმატებით ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომის დროს. გავიხსენეთ, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი და ჩვენც ასევე დავკარგეთ ძალიან ბევრი!“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ძლიერ მხარეებზე და იმ დიდ სარგებელზე, რაც ერთ დღეს გვექნება ერთობლივი მუშაობით. მაგრამ პირველ რიგში, როგორც ორივე შევთანხმდით, ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი, რომელიც ხდება რუსეთ-უკრაინასთან ომში. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი კამპანიის დევიზიც კი გამოიყენა: „საღი აზრი“. ორივეს ძალიან გვჯერა ამის. შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის დარეკვით, რათა შევატყობინოთ მას საუბრის შესახებ, რასაც მე ახლა გავაკეთებ. მე ვთხოვე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს და ელჩს და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, წარმართონ მოლაპარაკებები, რომლებიც, ჩემი აზრით, წარმატებული იქნება. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა, ამიტომ ის უნდა დასრულდეს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა წარმატებულ დასრულებამდე მიგვიყვანს, იმედია მალე!“, – დასძინა მან.