leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად ვიმუშაოთ ჩვენი გუნდების დონეზე და უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე. მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, რომ მას სურს თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩემს შეხვედრაზე [აშშ-ის ხაზინის მდივან] სკოტ ბესენტთან და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რესურსების სფეროში პარტნიორობის შესახებ ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები გამიზიარა.

არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და მდგრადი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა – „მოდით, ეს გავაკეთოთ!“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ