ტრამპის დამოკიდებულება ევროპასთან არაპროგნოზირებადია. ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის პირდაპირი დისკუსია ტრამპსა და პუტინს შორის, ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ტრამპი არაპროგნოზირებადია ევროკავშირისთვის და ამიტომ ის შოკშია, ვინაიდან მას არავის არაფერს ეკითხება.
„ვფიქრობ, რომ ტრამპის დამოკიდებულება ევროპასთან არაპროგნოზირებადია. შევამჩნიე, რომ მაგალითად, არ მოიწვია ფონ დერ ლაიენი ინაუგურაციაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი მოიწვია. ვიცი, რომ კარგი ურთიერთობები აქვს ვიქტორ ორბანთან. ვფიქრობ, რომ ტრამპი პატივს სცემს ერებს, ისტორიას, სტაბილურობას ევროპისა, როგორც ერისა. ჩვენ ალბათ ვიხილავთ კონტაქტებს მალე და არ გამიკვირდება, რომ ტრამპი წავა კონტაქტებზე ცალკე აღებულ ერებთან და ასეთი დაყოფასავით მოხდება მისი მხრიდან.
ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ევროკავშირი პარალიზებულია. არ იცის რა რეაგირება ჰქონდეს ტრამპთან მიმართებაში. გაოცებულები არიან. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის პირდაპირი დისკუსია ტრამპსა და პუტინს შორის, ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის. იმიტომ, რომ ევროპელები ფიქრობდნენ, რომ ისინი არიან მეორე ცენტრი, რომელიც მხარს უჭერენ უკრაინას აშშ-ს შემდეგ და კიდევ და კიდევ იმედგაცრუებულები იქნებიან“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.