leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ფოჩხუა: ეტყობა, პუტინს მოსმენილი ჰქონდა ინტერვიუ, სადაც ბატონი ბურჭულაძე რუსი ვარო ამაყად აცხადებს, თორემ ისე როგორ მისცემდა ნებას პირადად მისთვის ემღერა – აწ უკვე ხმადაკარგულმა ბანმა, სადაც ფულის სუნი იგრძნო, იქ გადაბარგდა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციონერი საოპერო მომღერალი საუბრობს, რომ მისთვის პატივია, როდესაც რუს ბანს უწოდებენ, ვინაიდან ის ნამდვილად რუსი ბანი და რუსული სახელოვნებო სკოლის წარმომადგენელია.

ექსპერტის შეფასებით, ფულის სიყვარულით დაბრმავებულმა ბურჭულაძემ, სადაც ფულის სუნი იგრძნო, იქ გადაბარგდა.

“პუტინს ეტყობა მოსმენილი ჰქონდა ეს ინტერვიუ, სადაც ბატონი ბურჭულაძე რუსი ვარო ამაყად აცხადებს, თორემ ისე როგორ მისცემდა ნებას პირადად მისთვის ემღერა. ფულის სიყვარულით დაბრმავებულმა, აწ უკვე ხმადაკარგულმა ბანმა სადაც ფულის სუნი იგრძნო, იქ გადაბარგდა”, – წერს ნინო ფოჩხუა.

 

ასევე იხილეთ