„გერმანულ პარტია AfD-სა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის დარეგისტრირება ევროპარლამენტში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვინაიდან ევროპარლამენტში კვლავ „დიფ სთეითი“ დომინირებს, ამ პროქართული რეზოლუციის მხარდაჭერის ილუზია მმართველ პარტიას არ აქვს, თუმცა აქტი, თავისთავად, საინტერესოა.
„ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი პოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს და დომინირებს „დიფ სთეითი“, თუმცა, თავისთავად ეს ფაქტი არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.