„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ გამოძიებას.
„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გამოძიებას თავი აარიდონ. თუმცა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.