“სჯობს, ევროკავშირი დალაგდეს და ჩამოყალიბდეს, მხარს რას უჭერს, სხვა ქვეყნებში დემოკრატიას თუ მათი სუვერენიტეტის გაუქმებას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, არც საქართველოსთვის და არც მსოფლიო საზოგადოებისთვის.
„ევროკავშირის ბიუროკრატიამ, რომელიც წარმოადგენს გლობალური ომის პარტიას, როგორც ჩანს, ვერ განსაზღვრა, რომ მსოფლიო დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვლილია. ევროკავშირს პრობლემები აქვს ამერიკასთან და ჯერ ვერ ალაგებს სიტუაციას. ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირს საყვედურობს, რომ ამერიკას უსამართლოდ ექცევა. ამის შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან პრეტენზია რომ ჰქონდეს უსამართლო რეზოლუციებს აცხობენ ქვეყნის წინააღმდეგ, შეიძლება, ეს გასაკვირი იყოს? სჯობს, ევროკავშირი დალაგდეს და ჩამოყალიბდეს, მხარს რას უჭერს, სხვა ქვეყნებში დემოკრატიას თუ მათი სუვერენიტეტის გაუქმებას, რასაც სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტი გლობალური ომის პარტიასა და „დიფსთეითზე“ ამბობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, არც საქართველოსთვის და არც მსოფლიო საზოგადოებისთვის.
„სანქციებს რაც შეეხება, ამან როგორ იმუშავა, ესეც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან შეფასდა. ნეგატიურად შეფასდა. ჩვენზე სანქციები არ მოქმედებს, რადგან საქმე საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს ეხება, ამაშიც ეტყობათ, რა ჭკუის პატრონები არიან, რადგან მესამე წელია, საქართველოს ერთი და იმავე მეთოდებით ებრძვიან. ხვდებიან, ვერაფერს აღწევენ, მაგრამ მაინც იგივე მეთოდებით ებრძვიან. სიმბოლურია, რომ ჯაფარიძე-გვარამია პანელზე რომ იდგნენ, უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ვინც დარბაზში უსმენდა. რეზოლუციასაც ეს ფასი ექნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.