leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ქართული სტარტაპი „Roamingo“ უფასო ინტერნეტს სთავაზობს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის კონტრაქტორი კომპანია, ქართული სტარტაპი „Roamingo“ აეროპორტის ყველა მგზავრს გაფრენის წინ, საჩუქრად სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. „ევროპა + თურქეთის“ 500მბ ინტერნეტის გააქტიურება მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში „Roamingo“-ს სტენდთან შეუძლიათ, სადაც კომპანიის თანამშრომლები მგზავრებს დახმარებას უწევენ eSIM ტექნოლოგიით ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებაში.

ასევე, დამატებით „Roamingo“-ს 5000მბ უფასო ინტერნეტის გააქტიურება შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის იმ მგზავრებს, რომლებიც თბილისიდან ქუთაისამდე აეროპორტის მეორე კონტრაქტორი კომპანიით – „Georgian Bus“-ის ავტობუსებით იმგზავრებენ.

ქართული სტარტაპი „Roamingo“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეა ოპერირებს და ამ ეტაპზე, 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, „Roamingo“-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

 

ასევე იხილეთ