leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთმა აშშ-თან მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირება დაიწყო

“რუსეთს ხელისუფლებამ აშშ-თან მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირება დაიწყო”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, სამუშაო დაწყებულია. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესაბამისად თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პრეზიდენტი“, – განუცხადა პესკოვმა რუს ჟურნალისტებს.

კრემლის პრესმდივანს არ უთქვამს, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-თან მომლაპარაკებელთა ჯგუფს. მისი თქმით, ეს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთს ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მალევე ჩამოაყალიბებენ მომლაპარაკებელ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა იმუშაონ.

ასევე იხილეთ