leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენული ერების ევროპა“ მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენის ფაქტის კომენტირებისას.

„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ამერიკული საზოგადოებაც ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა და ეს დადასტურდა 5 ნოემბერს. აირჩიეს ის კანდიდატი, რომლის პოლიტიკაც ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს ზოგად პოლიტიკას. ასევე, ევროპაშიც – ვამბობდით. აგერ, გერმანიაში, სულ მალე დადასტურდება, რომ რა თქმა უნდა, ვერ გაიმარჯვებს შოლცის პარტია. თუ არ ვცდები, საფრანგეთში 15%-მდე ჩამოვიდა მაკრონის პარტიის რეიტინგი და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ და ამბობენ, რომ საქართველოში საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, აი, ეს არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს, ევროპარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „სუვერენული ერების ევროპა“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველო საერთაშორისო სამართლის მიხედვით სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე.

ასევე იხილეთ