leaderboard_below_slide
left_sabechdi

საპატრიარქო ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტზე: ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეურაცხმყოფელი ქმედება მთელი ქვეყნის მიმართ

საქართველოს საპატრიარქო, მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის საპატრიარქომ შსს-ს წერილობით მიმართა.

“გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.

შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ასევე იხილეთ