leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: Deep state-ის მიერ ამ ეტაპზე დამორჩილებულმა ევროპარლამენტმა სუვერენულ საქართველოზე მორიგი სამარცხვინო რეზოლუციით ჩვენს საზოგადოებაში მორიგი დიდი ზიანი მიიყენა

„ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, ნაცრადიკალების წაქეზება და ლეგიტიმური ხელისუფლების როგორმე შერყევის მცდელობა არც სერიოზულია და არც არაფრის მომტანია არცერთი დასავლური ინსტიტუტისთვის“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, სახედაკარგულ ევროკრატთა ამგვარი არაადეკვატური გალაშქრება ქართველთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ უკიდურესად წაგებიანი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში დღემდე მოქმედი ე.წ. „მენტორებისთვის“.

„Deep state-ის მიერ ამ ეტაპზე დამორჩილებულმა ევროპარლამენტმა სუვერენულ საქართველოზე მორიგი სამარცხვინო რეზოლუციით ჩვენს საზოგადოებაში მორიგი დიდი ზიანი მიიყენა. ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, ნაცრადიკალების წაქეზება და ლეგიტიმური ხელისუფლების როგორმე შერყევის მცდელობა არც სერიოზულია და არც არაფრის მომტანია არცერთი დასავლური ინსტიტუტისთვის. სახედაკარგულ ევროკრატთა ამგვარი არაადეკვატური გალაშქრება ქართველთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ უკიდურესად წაგებიანი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში დღემდე მოქმედი ე.წ. „მენტორებისთვის“.

Deep state-ის ჭაობის დაშრობა აშშ-ში დაწყებულია, ახლო მომავალში ეს პროცესი ევრობლოკშიც ინტენსიური იქნება ევროპელი ხალხის არჩევანით“ –წერს გია აბაშიძე „სოციალურ ქსელში“.

ასევე იხილეთ