ალექსანდრე წულაძე: ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ქართველმა მოსწავლეებმა მკვეთრად გააუმჯობესეს მაჩვენებლები, რაც ზოგადი განათლების საფეხურზე თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკის განხორციელების შედეგია
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ქართველმა მოსწავლეებმა მკვეთრად გააუმჯობესეს მაჩვენებლები, რაც ზოგადი განათლების საფეხურზე თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკის განხორციელების და ერთობლივი მუშაობის შედეგია”, – განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ფლობდნენ სრულფასოვან ინფორმაციას PISA-სკვლევაში მონაწილეობის შესახებ.
„სწორედ ამ მიზნით იმართება მსგავსი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრები, რაც ეხმარება განათლების სფეროს წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეებს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების მიგნებების გაცნობასადა განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.