მასკი: ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ ნაკლებად არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ამერიკამ უნდა იფიქროს საკუთარ საქმეებზე და არა ყველგან რეჟიმების შეცვლაზე”, – განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ილონ მასკის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ ნაკლებად არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით.
„დიდი ყურადღება გამახვილდა USAID-ზე. [ასევე] არსებობს დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED]. მაგრამ მე ვამბობ: კარგი, რა დონის დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ – აღნიშნა მასკმა.
„ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბიუროკრატიას მმართველობა, ხალხის მმართველობის – დემოკრატიის – ნაცვლად“, – დასძინა მან.