leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: სანამ არ მოხდება ქართველი ხალხის ნების პატივისცემა არანაირ რეზოლუციას ფასი არ ექნება

„ქართველი ხალხის ნებას ვიდრე არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ ექნება“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდზე დამყარებულ რეზოლუციას ფასი არ აქვს.

„რა ფასი აქვს იმ რევოლუციას, რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდზე დამყარებული და უგულებელყოფილია მილიონ ასი ათასზე მეტი ქართველის ნება-სურვილი და სადაც ზურაბიშვილია ისევ პრეზიდენტად აღიარებული. საერთოდ რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება, პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ ბარემ პრეზიდენტად.

ის რკალი „დიფ სთეითთან“ ბრძოლის ახლოვდება. რაც დონალდ ტრამპმა ბრძოლის ცეცხლი დაანთო ვაშინგტონში, ის აუცილებლად მივა ევროპულ ბიუროკრატიამდე.

ევროპაშიც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, პლურალიზმმა, საჯაროობამ და არა ბიუროკრატიულმა ძალმომრეობამ. სანამ არ მოხდება ქართველი ხალხის ნების პატივისცემა, ცხადია, არანაირ ასეთ რეზოლუციას ფასი არ ექნება.

ნულოვანი გავლენა ჰქონდა 5 რეზოლუციას და მეექვსე რეზოლუციასაც ნულოვანი გავლენა ექნება“, – აღნიშნავს მათიკაშვილი. 

ასევე იხილეთ