leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა გაფრინდაშვილი: მცხეთის ჯვარი არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა

„მცირე ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა.”, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, პაატა გაფრინდაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„მცხეთის ჯვარი არის ქართული ხუროთმოძღვრების და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. მცირე ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა. სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და საკითხი მოკვლევისა და შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია სამართალდამცავ უწყებაში“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ასევე იხილეთ