leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვალერი შოშიაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ბოლომდე დამიდგა გვერდით ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული შოშიაშვილი წერს, მამუკა მდინარაძეს რამდენიმე საქმეზე ემუქრებოდნენ, ამ ხალხის დაცვას თავი დაანებე, თორემ დაგიჭერთო, მაგრამ მას არავინ მიუტოვებია, მათ შორის თავად ვალერი შოშიაშვილიც და ბოლომდე დაუდგა გვერდით ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მამუკა მდინარაძეზე მინდა დავწერო, ბევრი რამე ვიცი:

2004 წელს ნაცებს არ დაემორჩილა მოქმედი გამომძიებელი და დაიჭირეს. 2007-2008 წლებში მთელი ოჯახით იდევნებოდა, ბიძა დაუჭირეს, სიმამრი, ბადრი პატარკაციშვილის მშენებელი რატომ იყავიო და საშინელ რეპრესიებში გაატარეს. 2009-ში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობაზე იყარა კენჭი და ქეთი ქვარცხავას სასარგებლოდ კანდიდატურა რომ არ მოხსნა, ქვეყნიდან გააქციეს. რამდენიმე საქმეზე ემუქრებოდნენ, ამ ხალხის დაცვას თავი დაანებე, თორემ დაგიჭერთო და ფეხებზე დაიკიდა, არავინ მიუტოვებია და მათ შორის მეც! ბოლომდე დამიდგა გვერდით ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხელისუფლება რომ შეიცვალა, მერეც გააგრძელა ჩემი ადვოკატობა და ნაცდანატოვრების მხილება. ჰოდა, ნაცი იყოო, რომ იძახით, თქვე დედააფეთქებულებო, ნაცნობი მაინც არავინ გყავთ ირგვლივ ამ კაცის ამბები რომ მოიკითხოთ?!” – წერს ვალერი შოშიაშვილი.

ასევე იხილეთ