პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნახოს ყველა ის ფაქტი, რაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჩაიდინეს.
“უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ძალას, რომელიც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში, თავისი სახელი დაერქვას, მათ შორის, სამართლებრივ დონეზე და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახოს ყველა ის ფაქტი, რომელიც მათ შორის, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და სამტროდ აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს, თუმცა ამბობდნენ, რომ თითქოს დემოკრატიულ ქვეყანას აშენებდნენ”, – აცხადებს გორდულაძე.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, „ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მოკვლევასა და ფაქტების შეგროვებას ორშაბათიდან განაახლებს.