leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე აშშ-ის მიერ NED-ისთვის დაფინანსების შეჩერებაზე: წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ სიმართლეზე, რომელზეც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს

“ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, აშშ-ის მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდისთვის“ დაფინანსების შეჩერებაზე.

“კარგია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც წარიმართება. კარგია, რომ NED-ის პროექტები ასევე გაჩერდა საქართველოში და მთელ მსოფლიოში და გაჩერდა მანამ, სანამ არ დადგინდება მათი საქმიანობის რეალური მიზნები, არ დადგინდება ის სავარაუდო სიმართლე სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მათ შორის, NED-ი იყო ძალიან დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. პირდაპირ აკეთებდნენ ამ გაცხადებებს და მითითებებს, მათი დირექტორი მყავს მხედველობაში. გავიხსენოთ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ასევე NED-იდან ფინანსდებოდა. ამიტომ ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია”, – განაცხადა ბოჟაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა. აშშ-ის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე.

ასევე იხილეთ